მთავრობა ახალ სააგენტოს ქმნის
მთავრობა ახალ სააგენტოს ქმნის
13:57 27.02.2012
ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ქვეყანაში ახალი სააგენტო შეიქმნება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით,შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო, რომლის მთავარი მიზანი ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იქნება.
"სხვადასხვა ქვეყნებში დიდია დაინტერესება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ეს რეფორმები მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეფასებულია როგორც მისაბაძი, რაც არის ერთგვარი რეკომენდაციები ქვეყნებისთვის", – განაცხადა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, საჭირო გახდა ახალი სააგენტოს შექმნა, რომელიც ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, დაინტერესბულ სახელმწიფოებში მის გავრცელებასა და მსოფლიოში ქართული ბრენდის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს საგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რომელსაც თანამდებობაზე პრემიერ–მინისტრი დანიშნავს.

ბეჭდვა