აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს საქართველოში პენტაგონ–NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის
დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად, ახალი კონფლიქტის მზადყოფნისთვის შემოწმებას გადის - ამის შესახებ eurasiareview.com-ი სტატიაში წერს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისური ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი, რომ დონალდ რამსფელდი ივნისში საქართველოს ერთი კვირით ეწვია.
ინფორმაციის თანახმად, 2 ივლისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძეთან შესახვედრად აშშ-ს კონგრესმენთა ექვსწევრიანი დელეგაცია ჩავიდა, რათა NATO-ს მიერ ავღანეთის ომში ჩასანაცვლებლად ამერიკელთა გაწვრთნილ ქართულ ჯარს დაკვირვებოდნენ.
„ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ავღანეთში ჩანაცვლების მიზნით, ამერიკელების და ქართველთა ერთობლივი წვრთნის პროცესს დააკვირდება, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას (ISAF) წარმოადგენს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
eurasiareview.com-ი წერს, რომ გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი საქართველოში იმყოფებოდა, მას თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია შეხვდა, რომელმაც თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და აშშ-სა და NATO-ს მფარველობის ქვეშ ბრძოლისუნარიანობის გაზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს „ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისკენ“ - ნათქვამია სტატიაში.
მისივე ინფორმაციით, ორივე მხარე „ასევე, შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში’’.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ახალაიამ დასძინა, რომ „ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი პენტაგონში, სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ჩაეყარა.
მასალა მომზადებულია „Foreign press“-ის თარგმანზე დაყრდნობით, რომელიც ვებ-გვერდზე 5 ივლისს გამოქვეყნდა.
