იან კელი სააკაშვილზე: ამ საკითხს ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში
იან კელი სააკაშვილზე: ამ საკითხს ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში
12:31 12.12.2017
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება.
მისივე თქმით, საქართველოსთვის წინსვლაში დახმარება აშშ-ს ინტერესს წარმოადგენს.
ამის შესახებ კელიმ უკრაინაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე“-განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურატურა აღნიშნულის გასაჩივრებას გეგმავს.

ბეჭდვა