პრემიერი სააკაშვილზე: უკრაინასთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება
 პრემიერი სააკაშვილზე: უკრაინასთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება
12:16 12.12.2017
დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, რომელზეც უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია.

„მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურატურა აღნიშნულის გასაჩივრებას გეგმავს.

ბეჭდვა