„ნაც.მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
„ნაც.მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
16:24 11.12.2017
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. შეკრებილები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პარტიის ერთ-ერთი წევრის ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, სააკაშვილი სადაც არ უნდა იყოს, ეს მაინც პოროშენკოს დასასრულს მოასწავლებს.

„მიხეილ სააკაშვილი იქნება საპატიმრო დაწესებულებაში თუ იქნება გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში პოროშენკოსთვის ეს იქნება მაინც დასასრული. უბრალოდ, აქ არის საუბარი რომელი პროცესი უფრო დააჩქარებს მის ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ბეჭდვა