მიხეილ სააკაშვილი: სახურავზე ყოფნისას მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ ლუცენკოს საქმე ჰქონდა და ბინაში დაბრუნებისას დაკავების ორდერი ამოიღო
მიხეილ სააკაშვილი: სახურავზე ყოფნისას მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ ლუცენკოს საქმე ჰქონდა და ბინაში დაბრუნებისას დაკავების ორდერი ამოიღო
15:34 11.12.2017
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, როდესაც ის პირველად დააკავეს, სახურავიდან მოტყუებით ჩამოიყვანეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სახურავზე ყოფნისას მასთან პროკურორი მივიდა და უთხრა, რომ ლუცენკო ელოდებოდა და ბინაში დაბრუნდა, რა დროსაც მას დაკავების შესახებ განუცხადეს.

“როდესაც ვიყავი სახურავზე და მხარდამჭერთა მობილიზება მოვახდინე, მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ გამოაგზავნა ლუცენკომ და განაცხადა, რომ მას სურდა ჩემთან საუბარი და დავბრუნდი ბინაში. იგივე პროკურორი იღებს ჯიბიდან ფურცელს და მეუბნება,რომ ვარ დაკავებული. ესაა სწორედ პროკურატურისთვის დამახასიათებელი სახე“-განაცხადა სააკაშვილმა.


კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.



ბეჭდვა