ბელგიაში საქართველოს საელჩომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნა
ბელგიაში საქართველოს საელჩომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნა
09:57 08.12.2017
საქართველოს საელჩომ ბელგიაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ისტორიულად არსებულ ვითარებაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ. მან საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის, დიპლომატიური კორპუსის და აკადემიის წარმომადგენლები.

ბეჭდვა