ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობა
მიიღო, რომელზეც ბულგარეთშია კრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა წარადგინეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული პროდუქცია.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტით, ქართული საახალწლო ტკბილეულით და სხვა ნაწარმით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აქციიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. საქველმოქმედო ბაზრობა "ქალთა საერთაშორისო კლუბის" (IWC) ორგანიზებით, სოფიას Inter Expo Center-ში ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს დახმარება გაუწია ქართულმა დიასპორამ ბულგარეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საპატიო კონსულმა დინკო დინევმა.
