რექს ტილერსონი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას
 რექს ტილერსონი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას
15:54 07.12.2017
ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას.


ეს მორიგი მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე ტილერსონმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ხანმოკლე შეხვედრის შემდგომ გააკეთა.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას, მოუთმენლად ველით ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც საჭიროა გაწევრიანებისთვის" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წვერებმა ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.


ბეჭდვა