მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს
 მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს
14:55 07.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პლენარული სესიის მონაწილეებს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომასგრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან , ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება.

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალი ვენაში უკვე გაიხსნა.


ბეჭდვა