საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელში მიემგზავრება.
ვაშაძე ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხზე იმსჯელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ისრაელის მხარესთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და მისი დაბრუნების საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.
"რთული სათქმელია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ დროისთვის, რამდენადაც პროცესი ყოველთვის მოიცავს ორი მხარის მონაწილეობას. ამ ეტაპზე ძნელია საუბარი შესაძლო სირთულეებზე",- აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორივე ქვეყანა სამუშაო ჯგუფებს შექმნის და დამატებითი დეტალები სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება.
