საქართველოს ელჩმა პერუს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა პერუს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
17:10 06.12.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პერუს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა) დავით სოლომონიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პედრო პაბლო კუჩინსკის.


ცერემონიის შემდეგ პერუს პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეების მიერ გამოითქვა მოლოდინი, რომ საქართველო-პერუს ურთიერთობები უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოსა და პერუს პარტნიორობა საერთაშორისო სტრუქტურებში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია, რომელსაც პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ რიკარდო ლუნა მენდოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პიზაროს სასახლეში გაიმართა.

ბეჭდვა