ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის
15:36 05.12.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის.
მისივე თქმით, დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების და სამართლის ნორმების საქმეა.

ამ განცხადებით კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი სამართლებრივი მოქმედებაა.

„ჩვენ რამდენჯერმე ადრეც გავაკეთეთ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, პოლიტიკურად ის აღარ არისაქტუალური ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების და სამართლის ნორმების საქმე. ეს არის ურყევი პოზიცია.
ამ შემთხვევაში ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, ჩართული იქნებიან ქართული უწყებები ამ საკითხის გადაწყვეტაში, კიდევ ერთხელ, მთავარიასამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ დასმულ შეკითხვასაც.

„აქ არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რა გვაწყობს ჩვენ და რა არ გვაწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზემაღლა და ზუსტად ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ბეჭდვა