იენს სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია
17:49 04.12.2017
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, შავი ზღვის უსაფრთოხების საკითხზე ალიანსსა და საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ზეგ გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა. საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია. არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მთელ რიგ ერთობლივ საკითხებზე. დაწყებული კიბერუსაფრთხოებით, ოპერაციების დაგეგმვის ჩათვლით. ჩვენ შევეხებით იმ სფეროებსაც, სადაც უფრო მჭიდროდ შეგვიძლია თანამშრომლობა, ერთ-ერთი შავი ზღვის უსაფრთხოებაა. მინისტერიალი დასრულდება შეხვედრით, რომელიც ღია კარის პოლიტიკას დაეთმობა. მონტენეგროს მაგალითმა აჩვენა, რომ ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აღწევენ ნამდვილ პროგრესს, რეფორმების გატარებასა და ქვეყნის მოდერნიზებაში. ვისაუბრებთ, როგორ დავეხმაროთ ასპირანტ ქვეყნებს,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ხვალ ნატოს ორდღიანი მინისტერიალი დაიწყება. შეხვედრაში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

ბეჭდვა