შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ახალაია თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახური არ აკონკრეტებს თუ რომელი მოადგილის ნაცვლად დაინიშნა ახალაია.
ცვლილებებია ასევე, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. კერძოდ, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ეკა ჭუმბურიძე გახდა.
სამსახური დატოვა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.
„სალომე მახარაძე თავდაცვის სამინისტროში სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით აღარ იქნება“ - განაცხადა ჭუმბურიძემ.
თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე დათა ახალაია შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალაიამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
დათა ახალიას მხრიდან კუდ-ის უფროსის თანამდებობის დატოვება, მისი ძმის ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას უკავშირდება.
