სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
16:50 30.11.2017
პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ნინო ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობას 5-წლის ვადით, 8 დეკემბრიდან ჩაიაბრებს.

ლომჯარიასთან ერთად, ომბუდსმენის თანამდებობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი ფოფხაძეც მონაწილეობდა.

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ბეჭდვა