იანოშ ჰერმანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებშია მიღწეული
 იანოშ ჰერმანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებშია მიღწეული
14:57 30.11.2017
საქართველოში ევროკავშრის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხდება მსჯელობა წევრობაზე ან კანტიდატის სტატუსზე.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტი აღიარებს ზოგიერთი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და მათ შორის არის საქართველოც.
ამის შესახებ ჰერმანიმ იმ კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე იმსჯელეს.
„დოკუმენტი აღიარებს ზოგიერთი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, საქართველო. ასევე აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და მუშაობს მის განვითარებაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აღმოსავლური პარტნიორობა ეს არის კავშირი 6 ქვეყანას შორის, ბელორუსიდან დაწყებული აზერბაიჯანის ჩათვლით. ეს არის ის ფორმატი, სადაც შეიძლება საუბარი წაევრობაზე ან კანტიდატის სტატუსზე, რადგან ამ ეტაპზე საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი დისკუსია გვაქვს“- განაცხადა ჰერმანმა.


ბეჭდვა