„ქართული ოცნება“ - ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას არჩევნებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ - ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას არჩევნებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს
19:36 05.07.2012

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას არჩევნებისთვის სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.


ამის შესახებ „ფეისბუქზე“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას, ევროსაბჭოს წევრმა ანდრეას მავერინიუსმა, რომელიც სხდომაზე უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის სახელით გამოვიდა, ცალსახად აღნიშნა, რომ პლურალისტური არჩევნები ძლიერ ოპოზიციას საჭიროებს, რომელიც თანაბარ საარჩევნო პირობებში იმოქმედებს, ხელისუფლება კი - აშკარად მიმართავს საკუთარ ძალებს ივანიშვილის წინააღმდეგ.
კოალიციის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მედია გარემოსაც და აღნიშნეს, რომ კრიტიკულად განწყობილ ტელე-არხებს ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირება ეზღუდებათ.
„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა გადამწყვეტი იქნება“ -აღნიშნა ანდრეას მავერინიუსმა.

ბეჭდვა