სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის გარკვევას გიორგი თარგამაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ეცდება
სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის გარკვევას გიორგი თარგამაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ეცდება
13:17 27.02.2012
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით  ინფორმაციის მიღებას საპარლამენტო ტრიბუნიდან ეცდება.
ჟურნალისტებთან საუბარში ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში სტუმრობისას შეეცდება მოსახლეობამ ნათელი პასუხი მიიღოს მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით.
თარგამაძის თქმით, პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატები ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მომავალს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც ქრისტიან–დემოკრატებსა და მიხელ სააკაშვილს სრულიად განსხვავებული გეგმები აქვს.
"ჩვენი სურვილია პრეზიდენტის გეგმა ისევე დაემთხვეს ქდმ–ს ხედვას როგორც ქდმ–ს ხედვა საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს", – განაცხადა თარგამაძემ.
იგი პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი გამოსვლის დეტალებს წინასწარ არ ახმაურებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან მკაცრი საუბარი იქნება გადასახადების გადამხდელებიდან ამოღებული თანხების უმიზნოდ ხარჯვაზე, მოკლევადიან პიარეფექტზე, უმუშევართა დაზღვევის საკითხზე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლის კონკრეტული თარიღი დღეს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.


ბეჭდვა