მიხეილ ჯანელიძე: სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებასთან გაერთიანების გადაწყვეტილება კრემლის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებაა
მიხეილ ჯანელიძე: სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებასთან გაერთიანების გადაწყვეტილება კრემლის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებაა
16:36 28.11.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაცმან მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანებას.

საქართველოს ვიცე-პრემეირის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

მიხეილ ჯანელიძემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება მისცეს მოსკოვის ამნაბიჯს.

„ეს არის კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმასა და პრინციპს, მათშორის, რუსეთის მიერ ნაკისრ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. ეს გახლავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენგადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ამ რეგიონების მაქსიმალურ დაქვემდებარებას და კონტროლს. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერანაირისამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივი გამოხატულება. ეს არის, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამნაბიჯებს და მოვუწოდებთ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი შეფასება მისცეს ამ კონკრეტულ ქმედებას"-აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საჯარისოსამხედრო შენაერთებმა დატოვონ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია - საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, რათა შეიქმნას შესაძლებლობებიკონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც განვიხილავთ როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად"- განაცხდაა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის ვიცე-პრემიერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულიშეკითხის საპასუხოდ.


ბეჭდვა