სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტის სხდომაზე პარლამენტთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ომბუდსმენი არის პარლამენტის თვალი და ყური და ამიტომ, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია.
“მე ვაპირებ მქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ომბუდსმენი არის პარლამენტის თვალი და ყური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ომბუდსმენი არ იქნება ეფექტური. მე, რა თქმა უნდა, პარლამენტს ვუყურებ როგორც მოკავშირეს ამ პროცესში და არა როგორც ოპონენტს. თუმცა ისეთ საკითხებში, სადაც არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, ძალიან კრიტიკული ვიქნები“-განაცხადა ლომჯარიამ.
