ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის, ნინო ლომჯარაის განცხადებით, მისი პრიორიტეტია,
რომ სახალხო დამცველის რეკომენტაციების რეალიზაცია მოხდეს და ამით საზოგადოებამ ადამიანის უფლებების დაცვის შედეგი იგძნოს.
ამის შესახებ ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლომჯარიას პრიორიტულ მიზნებს ეხებოდა.
„ჩემი საქმიანობა იქნება ასევე მიმართული იმაზე, რომ არა მხოლოდ ვისაუბრო პრობლემებზე, არამედ სახელმწიფო უწყებებთან, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან კომუნიკაციებში მივაღწიოთ, რომ ჩვენმა რეკომენდაციებმა მოახდინოს რეალიზაცია და ამის შედეგად საზოგადოებამ რეალურად იგრძნოს ის შედეგი, რაც ადამინების უფლებების დაცვას მოაქვს“- განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის თანამდებობზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ლომჯარიას კანდიდატურა ომბუსმენის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არასამათავრობო სექტორმა შესთავაზა.
