საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
16:57 05.07.2012

საშუალო წნევის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხვალ 12:00 საათიდან საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.


როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება ჭავჭავაძის გამზირის 35, 37 ნომრებს, აბულაძის ქუჩას, ყიფშიძის, ფანასკერტელის, ბახტრიონის ქუჩების ნაწილს, დოლიძის ქუჩისა და საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს შეეზღუდება.
გაზის მიწოდების აღდგენა იმავე დღეს, 17.00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს აბონენტებს, ჩაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბეჭდვა