აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს.
ილჰამ ალიევი დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღრმად დამამწუხრა ბათუმში მომხდარმა ხანძარმა, რასაც მძიმე მსხვერპლი და დაზიანება მოჰყვა.
აზერბაიჯანელი ხალხის და ჩემი სახელით, მწუხარებას გამოვხატავ თქვენი, გარდაცვლილთა ოჯახების, საყვარელი ადამიანების და სრულიად საქართველოს მიმართ. დაზარალებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი მოხდა, რასაც 10 ქართველისა და 1 ირანელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
