პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ოპოზიციის
კითხვებს პასუხობს, რომლებიც ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებას და ქვეყანაში მის შემოსვლას ეხება.
ბესელიას განცხადებით, კრიტიკა იმ ძალის მხრიდან, რომლებიც თავად აწყობდნენ ხელოვნურ ტერაქტებს, მიუღებელია. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მათ მიერ დატოვებული რთული მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს.
„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში. უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტების, რომლებსაც ეწირებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ, ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენკენ, მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
