ანატოლი ბიბილოვი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
ანატოლი ბიბილოვი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
10:45 27.11.2017
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრა სამხრეთ ოსეთში შედგა. მხარეებმა დახურულ ფორმატში ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბამ განაცხადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი რუსეთის მიერ გაწეული დახმარებით მიმდინარეობს.

„რუსეთის მიერ გაწეული დახმარებით, მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი. რუსეთმა ჩვენ გვაღიარა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოები შედგეს. ჟენევის დისკუსიებში ჩვენ ერთიანი პოზიციის დემონსტრირებას ვახდენთ. ღიად ვაცხადებთ - ჩვენ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენც უნდა შევეცადოთ, რომ ფეხზე დავდგეთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღიარების პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენს მთავარ ოპონენტს არ სძინავს. ყველა პროცესი, რომელიც მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ აგრესიაზე უარის თქმის სურვილი არ აქვთ,“ - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

ბეჭდვა