ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ოფიციალურად წარადგენს
ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ოფიციალურად წარადგენს
10:44 27.11.2017
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ბიუროს სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს.
ლომჯარაის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარეს არასამთავრობო სექტორმა სხვა სამ კანდიდატთან ერთად შესთავაზა. ესენი იყვნენ ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე.
შეგახსენებთ, რომ მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.


ბეჭდვა