ნინო კალანდაძე - რუსეთის ფედერაცია საქართველოს სახით "მტრის ხატის" შექმნას ცდილობს
ნინო კალანდაძე - რუსეთის ფედერაცია საქართველოს სახით "მტრის ხატის" შექმნას ცდილობს
13:09 27.02.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის პრემიერ მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის განცხადებები მხოლოდ რუსეთის შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. 
"უხეში ფორმის და არაადეკვატური რიტორიკა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან ლოგიკურად მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს შესაძლოა უკავშირდებოდეს და იმას, თუ როგორ სურათს შექმნიან არჩევნებში მონაწილე სუბიექტები მათი საზოგადოების თვალში. რუსეთის ფედერაციის მოქმედ ხელისუფლებას სჩვევია ე.წ."მტრის ხატის" შექმნა",- აღნიშნა კალანდაძემ. 
იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებები მოახლოებულ ჩიკაგოს სამიტსაც უკავშირდებოდეს. 
მისვე თქმით, ვლადიმერ პუტინის ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ იგი საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

ბეჭდვა