დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება
15:43 05.07.2012
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.  

მისი თქმით, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი მთავრობის კანცელარიაში განთავსდება.

ამასთან, ხუროშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგიონებში სამინისტროს ცენტრები გაიხსნება, სადაც სამსახურის მაძიებელების აღრიცხვა დაიწყება, შემდეგ კი, უმუშევრების ნაწილის გადამზადება, ხოლო კვალიფიციური კადრების არსებულ სამუშაო ადგილებზე გადამისამართება მოხდება.

მთავრობაში განხორციელებეული ცვლილბების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ახალი – დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპატარი დაემატა, რომელსაც ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.


ბეჭდვა