ბაღათურია - პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ თქვა უარი პრეზიდენტის ფანტაზიების შესრულებაზე
ბაღათურია - პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ თქვა უარი პრეზიდენტის ფანტაზიების შესრულებაზე
15:38 05.07.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკვე წარსულია და ეს გარდაუვალია. ამის შესახებ დღეს „ქართული დასის“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრეზიდენტ სააკაშვილის „მორალურად სრულ გაკოტრებაზე“ მეტყველებს.
„ეს არის კრიმინალური მთავრობა. პრემიერი მერაბიშვილი, გარდა სხვა დანაშაულისა, მხილებულია იმ ჯგუფის მფარველობაში, რომელმაც გირგვლიანი წამებით მოკლს და ეს ცოდვა მის კისერზეა“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, სააკაშვილი ვერ იქნება თურქმენბაში, რადგან საქართველოში სხვა ტრადიციებია.
„სხვადასხვა დამპყრობელიც კი ვერ აძლევდა თავს უფლებას ქართველ ხალხთან გონორით ელაპარაკა, რადგან იცოდნენ ქართველების გაბარზებას რა შედეგები მოჰყვებოდა. დღეს ქარველები არიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი საკუთარი ხელისუფლების ქცევით“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი პარლამენტის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან 4 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანომ „ვერც ერთხელ უარი ვერ თქვა პრეზიდენტის ფანტაზიების შესრულებაზე“.

ბეჭდვა