ჟან-კლოდ იუნკერი: აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით
 ჟან-კლოდ იუნკერი: აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით
10:18 24.11.2017
ევროკომიისის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკომისია აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
იუნკერი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგება.
ამის შესახებ იუნკერიმ ბრიუსელში განაცხადა, სადაც აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამიტი იმართება.
„აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ჩვენს პარტნიორებს ამ რეგიონში მოვუწოდებთ, ამ საკითხს თავადაც სერიოზულად მოეკიდონ. ველოდები, რომ ამ სამიტზე მოლაპარაკებები გაიმართება. არ მინდა რიგაში შემდგარი სამიტის გამოცდილება განმეორდეს, როდესაც მონაწილეებს შორის დებატები არ შედგა“- განაცხადა იუნკერიმ.

ბეჭდვა