ვარდების რევოლუციიდან 14 წელი გავიდა
ვარდების რევოლუციიდან 14 წელი გავიდა
10:38 23.11.2017
ვარდების რევოლუციიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატები".

არჩევნების შედეგების გარდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მძიმე სოციალური პირობებიც იყო.

რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.

2004 წლის იანვარ-მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი კი ზურაბ ჟვანია.

ბეჭდვა