საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, არასამთავრობო,
საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციას გამართავს.
კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვალ, პარლამენტის თბილისის სასახლეში შეხვდება.
შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
