ილიას უნივერსიტეტში პროექტი "ცოცხალი წიგნების" პრეზენტაცია გაიმართება
ილიას უნივერსიტეტში პროექტი "ცოცხალი წიგნების" პრეზენტაცია გაიმართება
12:52 27.02.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ახალი პროექტის - LIBRI VIVI "ცოცხალი წიგნების" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, LIBRI VIVI ინტერაქტიული ლიტერატურის პორტალია. ის საშუალებას აძლევს ავტორს საკუთარი ნაწარმოები მკითხველს წერის პროცესში მიაწოდოს, მიიღოს გამოხმაურება და მკითხველთან დიალოგში ჩაერთოს.
პორტალზე რეგისტრაცია 10 მარტამდე უფასო იქნება. ყოველი რეგისტრირებული მკითხველი სასურველი ავტორის ნაწარმოებებზე ორკვირიან უფასო წვდომას მიიღებს. 10 მარტის შემდეგ კი - პორტალზე რეგისტრაცია ფასიანი გახდება.
პროექტში ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, აკა მორჩილაძე და ნინო ტეფნაძე არიან ჩართულები.

ბეჭდვა