ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს რამდენიმე დღით დაკეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს რამდენიმე დღით დაკეტავს
11:06 21.11.2017
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს ხვალიდან რამდენიმე დღით დაკეტავს.
მიზეზად 23 ნოემბერს რეგიონში "ვაჟკაცობისა და სახალხო ერთიანობის" დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები სახელდება.
ინფორმაცია ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ე.წ. საზღვრი 24 ნოემბერს საღამოს უნდა აღდგეს.


ბეჭდვა