კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჯერ-ჯერობით, რეგიონული ოფისების მისამართებს ვერ აკონკრეტებენ.
კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ნიუსპრესს" დაუდასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ოფისი მუშაობის დასაწყებად უკვე მზადაა, თუმცა, ამ დროისთვის მათ მისამართებს ვერ ასახელებენ.
"დაგიდასტურებთ, რომ 50-მდე ოფისი უკვე მომზადებულია, მათი ფუნქციონირება უახლოეს მომავალში დაიწყება, ისინი საჯაროდ გაიხსნება. კონკრეტულ მისამართებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ არ გამოგაპარებთ არც ერთი ოფისის გხსნას" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" რეგიონული ოფისების დაქირავება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
"როდესაც ხელს ვაწერდით ხელშეკრულებას, იმავე საღამოს ოფისების მეპატრონეებს აშინებდნენ. მეორე დღეს კი - ისინი ოფისების გაქირავებაზე უარს ამბობდნენ" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
"ქართული ოცნების" რეგიონალურ ოფისებთან დაკავშირებით განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა არწმუნებს, რომ "ქართული ოცნების" რაიონული და რეგიონული სტრუქტურა უკვე შექმნილია და მუშაობს, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
