პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო
15:48 18.11.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით გერმანიაში ვიზიტი დაასრულეს.

დეპუტატები, ასამბლეის ქვე-კომიტეტის ფარგლებში გაეცნენ და მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიური და კვლევითი ინსტიტუტების წარმამადგენლებთან გამართულ დისკუსიებში .

ადილზე გაეცნენ ევროპული თანამგზავრის გალერეას და A400M სამხედრო თვითმფრინავის დამზადების პროცესს. ასევე Fraunhofer-ის ინსტიტუტში ხელოვნური ინტელექტის გერმანული კვლევითი ცენტრი და კომპანია ENERCON (მსოფლიო ლიდერი ქარის ენერგიის ინდუსტრიაში) მოინახულეს.​

ბეჭდვა