„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ციხე-ქალაქ სამშვილდეს გალავანზე კოალიციის დროშა აღმართეს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ციხე-ქალაქ სამშვილდეს გალავანზე კოალიციის დროშა აღმართეს
11:39 05.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს და ციხის გალავანზე „ქართული ოცნების“ დროშა აღმართეს.
მოგვიანებით, ახალგაზრდებმა აქციის - „წარსულზე ვაშენებთ მომავალს“ ფარგლებში, კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან ზვიად ძიძიგურთან ერთად, ბოლნისის სიონი და წუღლუღაშენის მონასტერი მოილოცეს.
„ქვემო ქართლის ახალგაზრდები აქ იმისათვის შეიკრიბნენ, რომ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიას პატივი სცენ. ჩვენ წარსულზე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. მომავალმა ხელისუფლებამ და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსავლელი და მისახედია“- განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, სხვა ისტორიულ ძეგლებსაც მოივლის.

ბეჭდვა