საქართველოს ელჩმა ბელარუსის პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ელჩმა ბელარუსის პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
11:57 17.11.2017
ბელარუსის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით კოტარიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აქტიურ დონეზე განვითარებული ორმხირივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა 2018 წლის მარტში განახორციელოს ვიზიტი საქართველოში.


ბეჭდვა