ზურაბ აბაშიძე: მზად ვიყავით 2011 წლის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა რუსულმა მხარემ ეს ვერ მოახერხა
ზურაბ აბაშიძე: მზად ვიყავით 2011 წლის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა რუსულმა მხარემ ეს ვერ მოახერხა
11:37 17.11.2017
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე მზადაა შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, რომელიც 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას მოახდენს, თუმცა რუსეთმა ეს ვერ მოახერხა.
ამის შესახებ აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ვაჭრობა იზრდება, ამ დინამიკაზე წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ განვსაზღვრავდით თარიღს და გავაფორმებდით კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან, რომელიც განახორციელებს 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას. ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით, მაგრამ რუსეთის მხარემ ეს ვერ მოახერხა“- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

ბეჭდვა