დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარეობს თანხების გადათვლა- თუ რა თანხა დაიზოგება ამის თქმა დღეს ძალიან ძნელია
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარეობს თანხების გადათვლა- თუ რა თანხა დაიზოგება ამის თქმა დღეს ძალიან ძნელია
11:29 17.11.2017
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რა თახნა დაიზოგება მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

როგორც პირველი ვიცე-პრემიერი განმარტავს, ამ ეტაპზე თანხების გადათვლა მიმდინარეობს და დასძენს, რომ საუკეთესო კადრები ყველგან შენარჩუნებული იქნება.

“ მიმდინარეობს თანხების გადათვლა. თუ რა თანხა დაიზოგება, ამის თქმა დღეს ძალიან ძნელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური მართვა და შედეგების მიღება მოხდეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ამოცანა არის, რომ საუკეთესო კადრი ყველა სამინისტროში იქნას შენარჩუნებული და მათ დამსახურების და კანონმდებლობის შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეთ. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია- საბოლოო ჯამში ის სახელმწიფო ბიუჯეტზეც აისახება“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში გატარებული ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა.



ბეჭდვა