ჰერმან ვან რომპოი-არჩევნებისთვის საქართველოში დამკვირვებელთა სოლიდური ჯგუფი ჩამოვა
ჰერმან ვან რომპოი-არჩევნებისთვის საქართველოში დამკვირვებელთა სოლიდური ჯგუფი ჩამოვა
11:28 05.07.2012
შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის საუბრის ძირითადი თემა.

შეხვედრას სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას შეეხნენ.

გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში რეალური, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების გარანტი გახდება.

გამყრელიძემ სტუმარს გააცნო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, რომლის თანახმად, მედიასაშუალებებზე გრძელვადიანი მონიტორინგი დადგინდა. ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული რესურსისა და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტების რეაგირების უწყებათაშორისი კომისია და საარჩევნო სიის დამდგენი კომისია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში არჩევნებისთვის დამკვირვებელთა სოლიდური ჯგუფი ჩამოვა.

ბეჭდვა