ქეთევან ციხელშვილი: კოდა-ჭვრინისის მიდამოებში დაბრკოლებების შენება, რომლებიც ქართველ და ოს მოსახლეობას პრობლემას უქმნის, უკანონოა
ქეთევან ციხელშვილი: კოდა-ჭვრინისის მიდამოებში დაბრკოლებების შენება, რომლებიც ქართველ და ოს მოსახლეობას პრობლემას უქმნის, უკანონოა
10:42 17.11.2017
შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, იმ ხელოვნური დაბრკოლებების, მავთულხლართებისა და მიწაყრილების აშენება, რაც საქართველოს ტერიტორიის შუაგულში ხდება, უკანონოა.
ამის შესახებ ციხელაშილმა კოდა-ჭვრინისის მიდამოებში ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ის ფორთიფიკაციები, ხელოვნური დაბრკოლებები, მავთულხლართები, ბანერები, მიწათხრილები, რაც შენდება საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და იწვევს 1000-ზე მეტი ოჯახის უშუალო დაზარალებას, სამეურნეო მიწებზე წვდომის შეზღუდვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. 100 კილომეტრამდე მავთულხლართები პრობლემას უქმნის როგორც ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ეს არის უკანონო პროცესი“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის პროცესი კოდა-ჭვრინისის მიდამოებში მიმდინარეობს.

ბეჭდვა