მერიის ახალ გუნდს საკრებულოში დასამტკიცებლად ირაკლი ხმალაძე წარადგენს
მერიის ახალ გუნდს საკრებულოში დასამტკიცებლად ირაკლი ხმალაძე წარადგენს
10:04 17.11.2017
კახი კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დღეს საკრებულოს დასამტკიცებლად მერიის ახალ გუნდს წარუდგენს. დღესვე უნდა დაამტკიცონ დეპუტატებმა დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა.

მერის მოადგილეებთან ერთად, საკრებულომ ნდობა უნდა გამოუცხადოს ასევე 10 რაიონის გამგებელს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს.

"ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ჩემი გუნდიც, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს დედაქალაქის აღმშენებლობაში. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით," - განაცხადა კახა კალაძემ.
საკრებულოს სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.


ბეჭდვა