ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
ალექსანდრე ნალბანდოვმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ და აღნიშნულ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის, ასევე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, რაც გულისხმობს OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურებას, თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას, გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას და საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობას.
ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე ნალბანდოვმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პრეს-კონფერენციას ადგილსამყოფელი ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჟურნალისტებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.
