სუს-ის უფროსი იაპონიის ელჩს შეხვდა
 სუს-ის უფროსი იაპონიის ელჩს შეხვდა
15:10 16.11.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებს.


ბეჭდვა