დღეს აბაშიძე -კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
დღეს აბაშიძე -კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
10:15 16.11.2017
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება.
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კვლავ ოკუპირებული რეგიონების საკითხი იქნება.
„რა თქმა უნდა, გარდა იმისა რომ არის საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტრიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შელახვა ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ამ რეგიონისა რუსეთში. გარდა ამისა,რუსეთი ქმნის იმის განცდას, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“ - განაცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“ თან საუბრისას.


ბეჭდვა