ზურაბ პოლოლიკაშვილმა უზბეკეთის მხარესთან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ზურაბ პოლოლიკაშვილმა უზბეკეთის მხარესთან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
09:36 16.11.2017
ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.

უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აბდულაზიზ კამილოვს გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პრიორიტეტები.

ბეჭდვა