ევროპარლამენტარი: კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარებით
ევროპარლამენტარი: კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარებით
12:15 15.11.2017
ევროპარლამენტარის, იანუშ კორვინ- მიკკეს განცხადებით, საქართველოში კორუფცია მცირე დოზით არსებობს.
მისივე თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თითქმის შეძლო საქართველოში კორუფციის მოთოკვა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში სხვადასხვა ქვეყანაა გაერთიანებული. ზოგიერთ მათგანში, მაგალითად საქართველოსა და ბელარუსში კორუფცია მცირე დოზით არსებობს. თუმცა აქ არის ისეთი ქვეყნები სადაც კორუფცია ძალიან არის გავრცელებული. მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. თითქმის შეძლო კორუფციის მოთოკვა საქართველოში. ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება. ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარებით,"- განაცხადა იანუშ კორვინ- მიკკემ.

ბეჭდვა