ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისაღები
დეკლარაციის ტექსტზე იმსჯელებენ.
ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის განცხადებით, ევროკავშირი პარტნიორებს ქვეყნებს ოკუპაციისა და ანექსიის, ასევე ეგრედ წოდებული "გაყინული კონფლიქტების" გადაწყვეტის საკითხში უნდა დაეხმაროს.
"ჩვენს პარტნიორებს რეფორმების გატარებისას მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა და ჩვენ არ ვუადვილებთ მათ ამოცანას. მე მოვუწოდებ სამიტს, დავაფასოთ მათი დემოკრატიისკენ მისწრაფება, დავტოვოთ ევროკავშირის კარი ღია. პუტინი მუშაობს, რომ ამ ქვეყნების მიერ მიღებულ თავისუფალ გადაწყვეტილებებს წინ აღუდგეს. ამ ქვეყნებს ოკუპაციისა და ანექსიის, ასევე ეგრედ წოდებული "გაყინული კონფლიქტების" გადაწყვეტის საკითხში უნდა დავეხმაროთ და პუტინის შეტევისთვბის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მივცეთ,"- განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
